„სიენენის“ ინფორმაციით, არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ დონალდ ტრამპს მისმა სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა მოუწოდა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ დონალდ ტრამპს მისმა სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა მოუწოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა პრეზიდენტის მხრიდან ამ წინადადებას.
ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ არ გაჩერდებოდა, „ვიდრე ამერიკელი ხალხი დამსახურებულად არ მიიღებდა პატიოსნად დათვლილ ხმებს“.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა კოლეგიის 279 ხმის მიღება შეძლო. თეთრი სახლის მომდევნო ოთხი წლით დასაკავებლად, 270 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.