„სიენენის“ ცნობით, ივანკა ტრამპის თანაშემწეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის პერსონალურ თანაშემწეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ივანკა ტრამპს ასისტენტთან შეხება არ ჰქონია.
„სიენენის“ ინფორმაციით, ივანკა ტრამპის თანაშემწეს დაავადების სიმპტომები არ აქვს. თავად ივანკა ტრამპმა და მისმა მეუღლემ, ჯარედ კუშნერმა „კოვიდ-19“-ზე ტესტირება გუშინ ჩაიტარეს და პასუხები უარყოფითი იყო.