„სიენენის“ ცნობით, ბეირუთში აფეთქებისას გარდაიცვალა სულ მცირე 25 და დაშავდა 2 200 ადამიანი
ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 2 200-ზე მეტი დაშავდა.
„სიენენი“ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე, ჰამად ჰასანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა.