„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადებს
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ ტელეკომპანიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
როგორც ცნობილია, ენტონი ბლინკენი კიევში უკვე ჩავიდა, ის პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.