„სიენენის“ ცნობით, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს ფლორიდაში, კენტუკიში, ინდიანაში, ვირჯინიასა და მერყევ შტატ ჯორჯიაში
„სიენენის“ ცნობით, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს ფლორიდაში, კენტუკიში, ინდიანაში, ვირჯინიასა და მერყევ შტატ ჯორჯიაში

„სიენენის“ ცნობით, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, ფლორიდის შტატში, სადაც ხმები 13%-ია დათვლილი, ლიდერობს დონალდ ტრამპი 58,1%-ით, ხოლო კამალა ჰარისს 41,2% აქვს.

კენტუკის შტატში დათვლილია ხმების 9%. დონალდ ტრამპი ლიდერობს 71,8%-ით, კამალა ჰარისს აქვს 26,8%.

ინდიანაში, ხმების 15%-ის დათვლის შედეგების მიხედვით, ტრამპს აქვს 61.1%, კამალა ჰარისს კი – 37,2%.

დონალდ ტრამპი 58,7%-ით ასევე ლიდერობს ვირჯინიის შტატში, ჰარისს აქვს – 40,6%. დათვლილია ხმების დაახლოებით 1%.

მერყევ შტატ ჯორჯიაში, სადაც დათვლილია ხმების 3%, ლიდერობს დონალდ ტრამპი 51%-ით, ხოლო ჰარისს 48,5% აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის წინასწარი მონაცემები, რომლებიც შესაძლოა, შეიცვალოს.

პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმის მოპოვება სჭირდება. ამ ეტაპზე, „სიენენის“ პროგნოზით, ტრამპს აქვს საარჩევნო კოლეგიის 19 ხმა, ხოლო ჰარისს – სამი.

„სიენენის“ პროგნოზით, ტრამპი გაიმარჯვებს ინდიანასა და კენტუკის შტატებში, ხოლო ჰარისი – ვერმონტის შტატში.