„სიენენი“ - წყაროს ინფორმაცით, ისრაელის ირანზე თავდასხმას მოჰყვება გადამწყვეტი და მტკივნეული პასუხი
„სიენენი“ - წყაროს ინფორმაცით, ისრაელის ირანზე თავდასხმას მოჰყვება გადამწყვეტი და მტკივნეული პასუხი

ისრაელის ირანზე თავდასხმას მოჰყვება გადამწყვეტი და მტკივნეული პასუხი, – ამის შესახებ „სიენენს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე იქნება გადამწყვეტი და მტკივნეული,” – განაცხადა წყარომ.

მიუხედავად იმისა, რომ წყარომ არ დააკონკრეტა თავდასხმის ზუსტი თარიღი, მან აღნიშნა, რომ ეს, სავარაუდოდ, მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ კი განაცხადა, რომ ისრაელის ირანზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი არ უნდა იყოს არც ნაკლები და არც ბევრად მეტი.