„სიენენი“ - წინასწარი მონაცემებით, ინდიანას შტატში დონალდ ტრამპი 71,8%-ით ლიდერობს, კამალა ჰარისს 26,8% აქვს, კენტუკის შტატში ტრამპმა ხმების - 64,8%, ჰარისმა კი 34% მიიღო
„სიენენის“ ცნობით, წინასწარი მონაცემებით, კენტუკის შტატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი 64,8%-ით ლიდერობს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს 34% აქვს.
ინდიანას შტატში, წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპს აქვს 71,8%, ხოლო ჰარისს – 26,8%.
აღნიშნული მონაცემები ხმების დაახლოებით 5%-ის დათვლის შედეგებს ეყრდნობა.
ინდიანას შტატს საარჩევნო კოლეგიაში 11 ხმა აქვს, ხოლო კენტუკის – რვა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა უნდა დააგროვოს.