„სიენენი“ - ვლადიმერ პუტინი ცდილობს, 9 მაისამდე უკრაინაში „რაიმე გამარჯვება“ მოიპოვოს და მოსკოვში ტრადიციული აღლუმი ჩაატაროს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საკუთარ არმიასთან ერთად ცდილობს, 9 მაისამდე „რაიმე გამარჯვება“ მაინც მოიპოვოს უკრაინაში და მოსკოვში ტრადიციული აღლუმი ჩაატაროს, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რამდენიმე ამერიკელი მაღალჩინოსნის ვერსიით, რომლებიც დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობიან, რუსეთის პრეზიდენტმა ომის სტრატეგია შეცვალა და ორიენტირებულია დონბასისა და უკრაინის აღმოსავლეთით სხვა რეგიონების დაკავებაზე. ამერიკელი მაღალჩინოსნების ვერსიით, ეს პუტინმა 9 მაისამდე უნდა გააკეთოს.
„პუტინი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს ჩაატარებს, მიუხედავად ომის მდგომარეობისა და მოლაპარაკებების პროცესისა. მეორეს მხრივ გამარჯვების აღლუმი რა ტექნიკით და ჯარით?“, – განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „სიენენთან“ საუბრისას.