„სიენენი“ - ტრამპი ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მსოფლიო ლიდერების სატელეფონო ზარებს პასუხობს, ასევე შეხვედრებს მართავს დონორებთან
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მსოფლიო ლიდერების სატელეფონო ზარებს პასუხობს. აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც „სიენენს“ წყაროებმა განუცხადეს, ტრამპი ასევე შეხვედრებს მართავს თავის დონორებთან.
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. ტრამპი უკვე მეორე ვადით უხელმძღვანელებს თეთრ სახლს. თავდაპირველად დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა 2016 წელს, როდესაც დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. 2020 წელს კი ტრამპი დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დაამარცხა.