„სიენენი“ - ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი, ლიკვიდირებულია
„სიენენი“ - ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი, ლიკვიდირებულია

ალ-ქაიდას ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, ჰამზა ბინ ლადენი, ლიკვიდირებულია. ინფორმაციას „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის მთავრობამ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ცოტა ხნის წინ მიიღო.

გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენი, სპეცოპერაციის ფარგლებში გასული ორი წლის განმავლობაშია მოკლული და ამაში გარკვეული როლი შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის, თუმცა დეტალები უცნობია.

ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციისთვის აშშ-ის ხელისუფლებას მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ჰამზა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ვაშინგტონს ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.