ამერიკამ ოსამა ბინ ლადენის შვილზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდო - მილიონი დოლარი დააწესა
ამერიკამ ოსამა ბინ ლადენის შვილზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდო - მილიონი დოლარი დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოსამა ბინ ლადენის შვილზე, ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდო – მილიონი დოლარი დააწესა.

დასავლური მედია წერს, რომ ჰამზა ბინ ლადენი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ლიდერად ყალიბდება.

ბინ ლადენის შვილმა უკვე არაერთი აუდიო და ვიდეომიმართვა გაავრცელა და მიმდევრებს მამის მკვლელობისთვის აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნებზე შურისძიებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს, პაკისტანში მოკლა. ჰამზა ბინ ლადენი აშშ-ს გლობალურ ტერორისტად ჰყავს გამოცხადებული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰამზა ბინ ლადენი მოჰამედ ატას შვილზეა დაქორწინებული. 2001 წლის 11 სექტემბერს მოჰამედ ატამ ოთხიდან ერთ-ერთი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს გამოიყენა. 2001 წელს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ალ-ქაიდამ“ აიღო.