„სიენენი“ - ნატო-ს მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის განხორციელება თითქმის უეჭველად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს
„სიენენი“ - ნატო-ს მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის განხორციელება თითქმის უეჭველად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს

რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის განხორციელება „თითქმის უეჭველად“ გამოიწვევს „ფიზიკურ პასუხს“ უკრაინის მოკავშირეებისა და პოტენციურად ნატო-ს მხრიდანაც, – „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, ნატო-ს მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას რუსეთისთვის უპრეცედენტო შედეგები მოყვება.

მისივე თქმით, მოსკოვი ბირთვულ მუქარებს ძირითადად ალიანსისა და სხვა ქვეყნების უკრაინის ომში პირდაპირი ჩართვის შესაკავებლად იყენებდა.