„სიენენი“ – ნატო-ს მაღალჩინოსნის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის განხორციელება თითქმის უეჭველად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს

00:13, 13.10.2022

რუსეთის მიერ ბირთვული დარტყმის განხორციელება „თითქმის უეჭველად“ გამოიწვევს „ფიზიკურ პასუხს“ უკრაინის მოკავშირეებისა და პოტენციურად ნატო-ს მხრიდანაც, – „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, ნატო-ს მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას რუსეთისთვის უპრეცედენტო შედეგები მოყვება.

მისივე თქმით, მოსკოვი ბირთვულ მუქარებს ძირითადად ალიანსისა და სხვა ქვეყნების უკრაინის ომში პირდაპირი ჩართვის შესაკავებლად იყენებდა.

მსგავსი