„სიენენი“ - ლატვიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთით, იმ რეგიონებისკენ დაიძრნენ, რომელიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთით, იმ რეგიონებისკენ დაიძრნენ, რომელიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ „სიენენი“ ლატვიის პრემიერ-მინისტრზე, კრიშიანის კარინიშზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პუტინს დამატებითი ძალები და ტანკები ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე გადაჰყავს“, – აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი დეფინიციით, ეს მეზობელ ქვეყანაში სუვერენული ტერიტორიის გადაკვეთაა“.
როგორც „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამ ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ის დაზვერვის მონაცემებიც. კერძოდ, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს საზღვარი და შევიდნენ დონბასის რეგიონში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და იქ მშვიდობისმყოფელების განთავსების განკარგულება გასცა. მედიის ცნობით, რუსეთმა ორამდე ე.წ. ტაქტიკური ჯგუფის ბატალიონი გადასცა, თითოეულში 800-მდე სამხედროს შემადგენლობით.