ხუან გუაიდომ ვენესუელას დედაქალაქი დატოვა. ამის შესახებ „სიენენი“ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილი ხდება, ნიკოლას მადუროს მთავარმა ოპონენტმა, ხუან გუაიდომ ოპოზიციონერ ლეოპოლდო ლოპესთან ერთად კარაკასი დატოვა და მირანკას შტატის დასავლეთ ნაწილისკენ მიემართება. ოპოზიციონერის მგზავრობის მიზანი ჯერ უცნობია.
როგორც უკვე ცნობილია, დღეს ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც დედაქალაქში გამოსვლები დაიწყო. მხარეებს შორის დაპირისპირებები ამ დრომდე გრძელდება. ისმის სროლის ხმაც.
ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.