„სიენენი“ - „გილეადმა“ „რემდესივირის“ წარმოებაზე ხუთ კომპანიასთან გააფორმა შეთანხმება, წარმოებულ მედიკამენტებს მსოფლიოს 127 ქვეყანა მიიღებს
ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ „რემდესივირის“ წარმოებაზე ხუთ სხვადასხვა კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა. შედეგად, წარმოებულ მედიკამენტებს მსოფლიოს 127 ქვეყანა მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აღნიშნული კომპანიები ინდოეთსა და პაკისტანში არიან ბაზირებული. მათ მიერ წარმოებული „რემდესივირის“ მიწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, კომპანია უფლებამოსილი იქნება, თავად განსაზღვროს მედიკამენტის ფასი.
კომპანია „გილეადი“ გეგმავს, 1.5 მილიონი ამპულა „რემდესივირი“ დონაციის სახით გამოყოს, რაც დაახლოებით 100-200 ათასამდე პაციენტის განსაკურნად არის საკმარისი. აღნიშნული მარაგის 40 პროცენტი შეერთებული შტატებისთვის იქნება.