„სიენენი“ - ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“, სულ მცირე, ხუთი თანამშრომელი დაიღუპა
„სიენენი“ - ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“, სულ მცირე, ხუთი თანამშრომელი დაიღუპა

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“, სულ მცირე, ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები დაიღუპნენ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული საკვების მიწოდების მხარდასაჭერად მუშაობდნენ. ეს არის ტრაგედია. ჰუმანიტარული მუშაკები და მოქალაქეები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნეები“, – აღნიშნულია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, როგორც მედია წერს, ორგანიზაციის დაღუპულ თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. მისი დაღვუპის ფაქტი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.