„სიენენი“ - ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას სთხოვეს, არ განეხორციელებინა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე
„სიენენი“ - ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას სთხოვეს, არ განეხორციელებინა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე

„სიენენის“ ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას სთხოვეს, არ განეხორციელებინა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე.

შეშფოთება უკავშირდებოდა მოსაზრებას, რომ ეს აღქმული იქნებოდა, როგორც უკრაინისა და დასავლეთის დახმარება პრიგოჟინის მიმართ და რუსეთის სუვერენიტეტისთვის მუქარა.

„უკრაინელებს მოკავშირეები აფრთხილებდნენ, არ მოეხდინათ სიტუაციის პროვოცირება. გამოეყენებინათ შესაძლებლობები უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ არ ჩართულიყვნენ შიდა საკითხებში და არ გამოეყენებინათ შეტევითი სამხედრო აქტივობები რუსეთის შიგნით. რუსებს ყოველთვის სურდათ, დაემტკიცებინათ, რომ საფრთხე ემუქრება რუსეთის სუვერენიტეტს, ამიტომ არ ღირდა იმ ნარატივის გამოკვება, რომ ამბოხება დასავლეთის ინიციატივა იყო“, – განაცხადა აშშ-ის სამთავრობო წყარომ.