„სიენენი“ - ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაზის მიმართულებით, დღის განმავლობაში 14 რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
აღსანიშნავია, რომ ერაყის გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე დღის წინ სამაგიეროს გადახდის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ერაყი-სირიის საზღვარზე განხორციელებულ ავიაიერიშს მათი ოთხი წევრი ემსხვერპლა.