„სიენენი“ – ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა
This aerial photo taken from a helicopter shows Ain al-Asad air base in the western Anbar desert, Iraq, Sunday, Dec. 29, 2019. An Iraqi general said Sunday that security has been beefed up around the Ain al-Asad air base, a sprawling complex that hosts U.S. forces, following a series of attacks. (AP Photo/Nasser Nasser)
ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაზის მიმართულებით, დღის განმავლობაში 14 რაკეტა გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
აღსანიშნავია, რომ ერაყის გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე დღის წინ სამაგიეროს გადახდის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ერაყი-სირიის საზღვარზე განხორციელებულ ავიაიერიშს მათი ოთხი წევრი ემსხვერპლა.