„სიენენი“ - დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, შესაძლოა, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო დაასახელოს
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, შესაძლოა, ფლორიდის სენატორი მარკო რუბიო დაასახელოს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„სიენენთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ასევე განიხილავდა რიჩარდ გრენელს, რომელიც 2018-2020 წლებში იყო აშშ-ის ელჩი გერმანიაში, თუმცა კონსულტაციების შემდეგ მან აზრი შეიცვალა და მარკ რუბიო აირჩია.
როგორც ცნობილია, ვიდრე ტრამპი რუბიოს ოფიციალურად არ შესთავაზებს სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, იქამდე შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა.