„სიენენი“ - დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე 100-მდე ადამიანის შეწყალებას აპირებს
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე 100-მდე ადამიანის შეწყალებას აპირებს. მედიის ცნობით, მათ შორის საუბარია სასჯელის შემსუბუქებაზეც.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მათ სამმა ანონიმურმა წყარომ აცნობათ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის შესაძლოა იყვნენ ეკონომიკურ დანაშაულებებში ბრადლებულები, რეპერები და სხვები.
შეგახსენებთ, იანვრის დასაწყისში „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალებასაც განიხილავდა, მაგრამ „სიენენის“ ცნობით, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.