„სიენენი“ - დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის
„სიენენი“ - დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის

დონალდ ტრამპი და მისი თანაშემწეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის, – ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სიენენის“ ცნობით, „ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და უყვარს ქება-დიდება, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნების ლიდერებზეა საუბარი.

მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.