„სიენენი“ - დასავლეთ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა
ისრაელის მიერ დასავლეთ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოცამდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ალ ქუვეითის საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულების უმეტესობა ბავშვია.
„სიენენის“ ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რაფაჰში ახლა მხოლოდ ალ ქუვეითის საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ნაწილობრივ ახერხებს ფუნქციონირებას.