„სიენენი“ - ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფილტვებზე რენტგენი გადაიღო და კორონავირუსი არ აქვს
„სიენენი“ - ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფილტვებზე რენტგენი გადაიღო და კორონავირუსი არ აქვს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ფილტვებზე რენტგენი გადაიღო და მას კორონავირუსი არ აქვს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბოლსონარუმ განცხადება პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილ მხარდამჭერებთან გააკეთა. პრეზიდენტს ნიღაბი ეკეთა, მან სასახლესთან შეკრებილები გააფრთხილა, რომ არ მიახლოებოდნენ.

„ახლოს მოსვლა არ შეგიძლიათ, რეკომენდაციები ყველას ეხება“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიმპტომები აღენიშნებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.