„სიენენი“ - აშშ-ის სხვადასხვა შტატის საპოლიციო სააგენტოები უკრაინელ მოქალაქეებს თავდაცვით აღჭურვილობას უგზავნიან, რასაც ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ
„სიენენი“ - აშშ-ის სხვადასხვა შტატის საპოლიციო სააგენტოები უკრაინელ მოქალაქეებს თავდაცვით აღჭურვილობას უგზავნიან, რასაც ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ

აშშ-ის სხვადასხვა შტატის საპოლიციო სააგენტოები უკრაინელ მოქალაქეებს თავდაცვით აღჭურვილობას უგზავნიან.

ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის აიოვას და ნებრასკას შტატის გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინას უგზავნიან თავდაცვით საპოლიციო და სამხედრო სახის აღჭურვილობას, როგორიც არის ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, რათა უკეთ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიისგან.

ნებრასკას გუბერნატორის განცხადებით, მათი შტატიდან 550 ერთეული თავდაცვითი აღჭურვილობა გაიგზავნება უკრაინაში, 860 ერთეული აღჭურვილობა კი გაიგზავნება აიოვას შტატიდან.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, კალიფორნიიდან ოჰაიოს და ვერმონტის შტატებამდე, პოლიციის დეპარტამენტები უკრაინაში საკუთარ არალეტალურ აღჭურვილობას გზავნიან შემოწირულობის სახით. აღჭურვილობის შეგროვებას არასამთავრობო ჯგუფები ახორციელებენ. აღნიშნულ ძალისხმევაში ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაცია და აშშ-ის არმიის ყოფილი სამხედროებიც.

ამერიკული მედიის ცნობით, ექსპერტები უპრეცედენტოს უწოდებენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ შემოწირულობის სახით, თავდაცვითი საპოლიციო და სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას.

ამასთან „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ჩნდება კითხვა, რამდენად აძლევთ სამართალდამცავ ორგანოებს შტატების შიდა კანონები უფლებას, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი უცხო ქვეყნისთვის აღჭურვილობას აგზავნიან. ასევე არ არის ცნობილი, რისი გაგზავნა მოხერხდება და რა მოხვდება საექსპორტო რეგულაციების სიაში.