„სიენენი“ - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან, – „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ოფიციალური პირის ცნობით, ლიდერებმა გადაწყიტეს, რომ საკუთარ გუნდებს დაავალებენ, იპოვონ გზა რუსული ნავთობის ფასის დასაწევად, რაც რუსეთს შემოსავლის წყაროს წაართმევს.
„მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოვფიტოთ რუსეთი, რათა პუტინს ამოვუწუროთ ნაღდი ფულის მიღების წყარო და დავწიოთ რუსული ნავთობის ფასი, რომ შევამციროთ პუტინის ომის გავლენა“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მსოფლიოში ფასების ზრდის გამო, ნავთობის გაყიდვიდან რუსეთის შემოსავლებმა მკვეთრად მოიმატა. როგორც მედია წერს, ლიდერებს სურთ, გამოიყენონ მათი კოლექტიური ბერკეტები, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ჯერ კიდევ იღებს იმ ქვეყნებისგან, ნავთობს სადაც ყიდის. მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გეგმავენ ზემოაღნიშნულის განხორციელებას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები. ოფიციალური პირის ვარაუდით, ლიდერებს აქვთ ბერკეტები ნავთობის ტრანსპორტირების ქსელებზე, რაც ფასის დაწევას შეუწყობს ხელს.