„სიენენი“ - ამ დროისთვის დონალდ ტრამპი იმარჯვებს 13 შტატში, ხოლო კამალა ჰარისი - რვა შტატსა და კოლუმბიის ოლქში
„სიენენი“ - ამ დროისთვის დონალდ ტრამპი იმარჯვებს 13 შტატში, ხოლო კამალა ჰარისი - რვა შტატსა და კოლუმბიის ოლქში

„სიენენის“ პროგნოზით, ამ დროისთვის დონალდ ტრამპი იმარჯვებს 13 შტატში, ხოლო კამალა ჰარისი – ექვს შტატსა და კოლუმბიის ოლქში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ტრამპს აქვს საარჩევნო კოლეგიის 154, ხოლო ჰარისს – 81 ხმა. გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მიიღოს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ამ ეტაპზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სიურპრიზი არ მომხდარა და ტრადიციულად დემოკრატიულ და რესპუბლიკურ შტატებში ამომრჩევლების არჩევანი არ შეცვლილა.

ერთადერთი გამონაკლისია ვირჯინია, სადაც დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი და ამ ეტაპზე მცირე უპირატესობით ტრამპი ლიდერობს. 2020 წელს ვირჯინიაში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

რაც შეეხება მერყევ შტატებს, პენსილვანიაში და მიჩიგანში ლიდერობს კამალა ჰარისი, ტრამპი კი – ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში.