„სიენენი“ – 2018-2019 წლებში ნიუ იორკის პოლიციის წინააღმდეგ საჩივარი 112-მა არასრულწლოვანმა დაწერა
Protesters take a knee on Flatbush Avenue in front of New York Police Officers during a solidarity rally for George Floyd, Thursday, June 4, 2020, in the Brooklyn borough of New York. Floyd died after being restrained by Minneapolis police officers on Memorial Day. (AP Photo/Frank Franklin II)
ნიუ იორკში რვა წლის ბიჭი პოლიციამ ჯოხის ტარებისთვის დააკავა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულ ბავშვს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც „სიენენი“ წერს, ეს არის ერთ-ერთი შემთხვევა, რომლის გამოც ნიუ იორკის პოლიციის თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.
„სამოქალაქო საჩივრების განხილვის საბჭოს“ მიერ 8 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარში ნათქვამია, რომ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისამდე ნიუ იორკის პოლიციის წინააღმდეგ საჩივარი 112-მა არასრულწლოვანმა დაწერა. მათი უმრავლესობა ფერადკანიანი იყო.
აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე ნიუ იორკელები მოუწოდებენ ქალაქის მერს, პოლიციის დაფინანსება შეამციროს და ამ თანხით სოციალური პროექტების დააფინანსოს.