სიენას საერთაშორისო ფოტოკონკურსის, Siena International Photo Awards-ის 2018 წლის გამარჯვებული ფოტოები დასახელდა. გერმანულმა გამოცემა „დოიჩე ველემ“ მათ შორის საუკეთესოები შეარჩია.
1. ფიოდორ სავინცევის „სათამაშო სახლები“. ამ ფოტომ „არქიტექტურისა და ქალაქის სივრცის“ კატეგორიაში გაიმარჯვა. ფოტოზე არხანგელსკში მდებარე აგარაკებია აღბეჭდილი.
2. ამურაგ კუმარის „ფერების თამაში“. ფოტო ინდოეთში რელიგიური დღესასწაულის დროს არის გადაღებული. თებერვლის ბოლოს ინდოეთში იმართება მსვლელობა, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს ყვავილებსა და ფერად საღებავს აყრიან.
3. ამოს ნაჰუმის „რეალური დაპირისპირება“. ფოტო გადაღებულია ანტარქტიდაზე. სურათზე ზღვის ლეოპარდი ჩანს, რომლმაც პინგვინი დაიჭირა და გადაყლაპვას აპირებს.
4. კ.მ ასადის „ბრძოლის მსხვერპლი“. ეს ფოტო ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკშია გადაღებული. სურათზე აღბეჭდილია მიანმარიდან ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ გაქცეული გოგონა. ამ ფოტომ საერთო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
5. რიკშა დევანტარას „გადაურჩე ამოფრქვევას“. ფოტო ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკან ბრომოს ამოფრქვევის დროს არის გადაღებული.
6. ლორენ ტურის „ტალღა“. ფოტო ფრანგმა ფოტოგრაფმა დრეიკის სრუტეში გადაიღო, რომლიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აერთებს. ეს გზა ყველაზე სახიფათო საზღვაო მარშრუტად ითვლება.
7. დევიდ ნამ ლიპ ლის „საიმედო ხელებში“. ამ ფოტომ „უცნაური სახეებისა და პერსონაჟების კატეგორიაში გაიმარჯვა. ფოტოზე ეთიოპიაში მცხოვრები ერთ-ერთი ტომის წარმომადგენელი ბიჭია ასახული.
8. ებერჰარდ ემკეს „ზამთრის იდილია“ – გერმანელი ფოტოგრაფის სურათი დრონით არის გადაღებული და მასზე გაყინული ტყე არის ასახული.
9. მარკო გაიოტის „პირველყოფილ ტყეში“. ეს ფოტო კუნძულ სუმატრაზეა გადაღებული. მასზე ასახულია ორანგუტანგი, რომელსაც ადამიანების არ ეშინია.
10. ტომას კალაკის „ქალაქი უდაბნოში“. ფოტოზე დუბაია აღბეჭდილი.
სულ Siena International Photo Awards-ში წელს 156 ქვეყნის წარმომადგენელი ფოტოგრაფის 48 000 ფოტო მონაწილეობდა.