სიდნეიში, ერთ-ერთ ეკლესიაში მამაკაცმა ქადაგების დროს ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაჭრა
სიდნეიში, ერთ-ერთ ეკლესიაში მამაკაცმა ქადაგების დროს ეპისკოპოსი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ დახმარება აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სიდნეის სავაჭრო ცენტრში მამაკაცმა დანით ექვსი ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი პოლიციის ოფიცერმა მოკლა. უცნობია, აქვს თუ არა ერთმანეთთან კავშირი ამ ორ თავდასხმას.