სიცილიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
სიცილიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სიცილიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

სტიქიის ეპიცენტრი ევროპაში ყველაზე აქტიურ ვულკან ეტნასთან ახლოს დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების დროს ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე შენობაც.

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატანიის აეროპორტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. უსაფრთხოების მიზნით, მთასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.