სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულებს შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, მისი 18 წლის ქალიშვილი და „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე

11:54, 20.08.2024

სიცილიის სანაპიროსთან ძვირად ღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაკარგულად ითვლება, მათ შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის ქალიშვილი; ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი.

იახტაზე ბრიტანეთის, ამერიკის, კანადის, შრი ლანკისა და ირლანდიის მოქალაქეები, სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა. 15 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. აქედან რვა ჰოსპიტალიზებულია, მათ შორისაა ერთი წლის ბავშვიც.

იახტა ძლიერ ტორნადოში მოყვა და პალერმოს ახლოს, 50 მეტრში ჩაიძირა.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

მსგავსი