სიჩუანის პროვინციაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო 80 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
სიჩუანის პროვინციაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო 80 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიამ პროვინციის ექვს დასახლებაში ნახევარ მილიონამდე ადამიანი დააზარალა.
განადგურებულია 45 საცხოვრებელი სახლი. მიყენებული ზარალის ოდენობა 40 მილიონს აღწევს.
გასულ თვეს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჰენანის პროვინციას. წყალდიდობას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.