„სიბიეს ნიუსი“ - დონალდ ტრამპმა სი ძინპინი ინაუგურაციაზე დასასწრებად მიიწვია
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ინაუგურაციაზე დასასწრებად მიიწვია. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნოემბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტი 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციაზე მიიწვია, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება, თუმცა უცნობია, მიიღო თუ არა ჩინეთმა შეთავაზება.
მანამდე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ კვირაში ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა.