„სიბიეს ნიუსი“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა განიხილება
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი კონგრესმენის, ჯონ რეტკლიფის კანდიდატურა განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეტკლიფი ეროვნულ დაზვერვას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ხელმძღვანელობდა.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, შესაძლოა, პენტაგონს უხელმძღვანელოს.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის მოკავშირეს, რობერტ კენედი უმცროსს, მისი კანდიდატურა ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზე განიხილება.
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განსახილველ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი რესპუბლიკელი სენატორი ტენესის შტატიდან ბილ ჰაგერტია. განიხილება სხვა კანდიდატურებიც. ჰაგერტი ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2017-2019 წლებში იაპონიაში აშშ-ის ელჩი იყო.