სი ძინპინმა ქვეყნებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ „სარტყელისა და გზის“ პროექტში
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ქვეყნებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ „სარტყელისა და გზის“ პროექტში, რომელიც, მისი თქმით, მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 23-ე შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყნები „სარტყელისა და გზის“ მომავალ ფორუმზე მიიწვია.
„ათი წლის წინ მე შემოგთავაზეთ „სარტყელისა და გზის“ ინიციატივა და მის მეათე წლისთავზე ჩინეთი გამართავს „სარტყელისა და გზის“ მესამე საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმს. ჩვენ მივესალმებით ყველა მხარის მონაწილეობას ფორუმში. ერთობლივად გავაფართოვოთ სარტყელი და გზა, როგორც „ბედნიერების გზა“, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის განვითარება ემთხვევა დროის ტენდენციას და მიდის ადამიანის პროგრესის მიმართულებისკენ.