ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობები ინარჩუნებს კარგ დინამიკას, ორივე ქვეყანას აქვს სტრატეგიული კომუნიკაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა.
„ჩინეთი მოუთმენლად ელოდება საფრანგეთთან თანამშრომლობას პოლიტიკური ურთიერთნდობის, სოლიდარობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა ლინმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, სი ძინპინი მოლაპარაკებებს გამართავს სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.