სი ძინპინი - დასავლური სანქციები გლობალურ ეკონომიკას აიარაღებს, უკრაინის კრიზისი კი კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის
დასავლური სანქციები გლობალურ ეკონომიკას აიარაღებს, უკრაინის კრიზისი კი კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.
ჩინეთის ლიდერის თქმით, ძალის პოზიციით მოქმედება საერთაშორისო სისტემაში უსაფრთხოების დილემებს აჩენს.
„წარსულის ტრაგედიები გვეუბნება, რომ ჰეგემონიას, ჯგუფურ პოლიტიკას და ბლოკურ დაპირისპირებას არ მოაქვს მშვიდობა ან უსაფრთხოება. ისინი მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს იწვევს. უკრაინის კრიზისი კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია მთელ მსოფლიოში. ის გვახსენებს, რომ ძალის პოზიციის ბრმა რწმენა, სამხედრო ალიანსების გაფართოების მცდელობები და სხვის ხარჯზე საკუთარი უსაფრთხოების ძიება, მხოლოდ უსაფრთხოების დილემაში აღმოჩნდება“, – განაცხადა სი ძინპინმა.