სი ძინპინი -  აშშ-ისა და სხვა ქვეყნების შეშფოთების მიუხედავად, ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი
სი ძინპინი - აშშ-ისა და სხვა ქვეყნების შეშფოთების მიუხედავად, ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი

აშშ-ისა და სხვა ქვეყნების შეშფოთების მიუხედავად, ჩინეთი ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის მშენებელი და საერთაშორისო წესრიგის დამცველი.

აღნიშნულის შესახებ ჩინეთის ლიდერმა გაერო-ში ჩინეთის დაბრუნების 50 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიისა და ძალაუფლების ყველა ფორმას, ასევე – ცალმხრივობას, პროტექციონიზმს და მსოფლიო საზოგადოებას რეგიონული კონფლიქტების მოგვარების, ტერორიზმის, კლიმატური ცვლილების, კიბერუსაფრთხოებისა და ბიოუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, სი ძინპინმა თავის სიტყვაში მტკიცედ დაადასტურა ჩინეთის პრეტენზიები სადავო ტერიტორიებზე, ჰიმალაის საზღვარზე ინდოეთთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებზე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა. მან ასევე ყველა ქვეყანას მოუწოდა, ხელი შეუწყონ მშვიდობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების განვითარებას, და განაცხადა, რომ საჭიროა რეფორმები გლობალური მმართველობის მიმართულებით. ასევე, საერთაშორისო წესრიგის საკითხები უნდა გადაწყვიტოს გაერო-ს 193-მა წევრმა და არა კონკრეტულმა ქვეყნებმა თუ ქვეყნების ჯგუფმა.