ლაგოდეხის ეროვნული პარკის ფოტოხაფანგში პატარა შვლები გამოჩნდნენ. ინფორმაციასა და ვიდეომასალას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„მამრი შვლის ასაკი ორ წლამდეა და მას წელს პირველი რქებით ვიხილავთ“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.