ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, მძიმე დამწვრობა მიიღო ორმა პირმა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, მძიმე დამწვრობა მიიღო ორმა პირმა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ავტოავარიის შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი სოფელში ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა, რის შედეგადაც მილი აალდა და მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტომანქანა მთლიანად დაიწვა, მძღოლმა და ერთმა მგზავრმა კი სხეულის დამწვრობა მიიღეს.

დაშავებულები ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.