შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
საუბარია სოფელ აღაიანში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, რომელშიც შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალი არასრულწლოვან დედას ედება.
შსს-ში აცხადებენ, რომ ორსულობის დადგომის დროს ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველი იყო, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.
შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე“, – აცხადებს შსს-ში.
სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დედა 22 მაისს დააკავეს. გოსირ რაიონულმა სასამართლომ მას გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.