„შვიდკაცამ“ NBA-ის ჩემპიონატის მატჩზე საქართველოს ჰიმნი და „მრავალჟამიერი“ შეასრულა [ვიდეო]
ოკლენდში, Oracle Arena-ზე, NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის შესვენებაზე „შვიდკაცამ“ საქართველოს ეროვნული ჰიმნი და „მრავალჟამიერი“ შეასრულა.
„გოლდენ სტეიტისა“ და „მემფისის“ შეხვედრის დასაწყისში კი „შვიდკაცამ“ აშშ-ის ჰიმნი შეასრულა.
ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც NBA-ის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, „შვიდკაცა“ კი აქტიურად იყო ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძიებებში და “გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა.
„შვიდკაცას“ ვიდეო Gulf Georgia-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.