შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, შვეიცარიის არმიას სურს, გაზარდოს სამხედრო დანახარჯები
შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, შვეიცარიის არმიას სურს, გაზარდოს სამხედრო დანახარჯები

შვეიცარიის შეიარაღებული ძალების სარდალის, თომას სუსლის განცხადებით, ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც გამოწვეულია უკრაინაში ომის შედეგად, 2030 წლისთვის შვეიცარია სამხედრო ხარჯების 50 მილიარდ ფრანკამდე (57 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდას აპირებს.

„შვეიცარია თავის არმიას ეროვნული თავდაცვისკენ მიმართავს“, – განაცხადა სუსლიმ.

როგორც მედია წერს, შვეიცარიის არმია 13 მილიარდი ფრანკის ახალ ინვესტიციას გეგმავს კომუნიკაციების, სახმელეთო ძალებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებებით. სუსლიმ აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის რაოდენობა, რომელსაც ახლა შვეიცარია ყოველწლიურად ყიდულობს, მოიცავს იუნკრების მომზადებას, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის დასაცავად ეს საკმარისი არ იქნება.

ამასთან, შვეიცარიის შეიარაღებული ძალების სარდალმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კანონმდებლებს ეკისრებათ.

შეგახსენებთ, შვეიცარია კიდევ ერთ ნეიტრალურ ქვეყანასთან – ავსტრიასთან ერთად შეუერთდა საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივას, რომლის  სახელწოდებაა „ცათა ფარი“.