შვეიცარიის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო პროცესში
შვეიცარიის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო პროცესში

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ივნისში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის, თუმცა შვეიცარია მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სამშვიდობო პროცესში.

„რუსეთი არ არის მიწვეული ამ ეტაპზე. შვეიცარია ყოველთვის ღია იყო რუსეთის ამ სამიტზე მიწვევისთვის, თუმცა რუსეთმა არაერთხელ და საჯაროდ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული სამიტში მონაწილეობით. შვეიცარია დარწმუნებულია, რომ რუსეთი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, სამშვიდობო პროცესი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია“, – განაცხადეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ამ ეტაპზე შვეიცარიის გლობალურ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის ფედერაციის მიწვევის აზრს ვერ ხედავს.