ალბანელებს სერბეთის დამარცხება ისე გაუხარდათ, ქუჩაში გამოვიდნენ და შვეიცარიის მოგებას საკუთარი წარმატებასავით აღნიშნავდნენ.
ამ შეხვედრას ფონად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქვეტექსტები ახლდა. სერბებს ორივე გოლი კოსოვოში დაბადებულმა ეთნიკურმა ალბანელებმა გაუტანეს – გრანიტ ჯაკამ და შერდან შაქირიმ. მათ გარდა, შვეიცარიის ნაკრებში კიდევ ორი ალბანელი თამაშობდა – ვალონ ბეჰრამი და ბლერიმ ჯემაილი. მათ გარდა, შვეიცარიის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი და თავდამსხმელი მარიო გავრანოვიჩი ბოსნიაში დაბადებული ხორვატები არიან, ხოლო ჰარის სეფეროვიჩი – ბოსნიელია.
გოლის გატანის შემდეგ, ჯაკამ და შაქირიმ აჩვენეს ჟესტები, რომელიც სიმბოლურად ალბანეთის დროშაზე გამოხატულ არწივს გამოსახავდა.