შვეიცარიის მოგება ალბანეთშიც აღნიშნეს
შვეიცარიის მოგება ალბანეთშიც აღნიშნეს

ალბანელებს სერბეთის დამარცხება ისე გაუხარდათ, ქუჩაში გამოვიდნენ და შვეიცარიის მოგებას საკუთარი წარმატებასავით აღნიშნავდნენ.

ამ შეხვედრას ფონად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქვეტექსტები ახლდა. სერბებს ორივე გოლი კოსოვოში დაბადებულმა ეთნიკურმა ალბანელებმა გაუტანეს – გრანიტ ჯაკამ და შერდან შაქირიმ. მათ გარდა, შვეიცარიის ნაკრებში კიდევ ორი ალბანელი თამაშობდა – ვალონ ბეჰრამი და ბლერიმ ჯემაილი. მათ გარდა, შვეიცარიის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი და თავდამსხმელი მარიო გავრანოვიჩი ბოსნიაში დაბადებული ხორვატები არიან, ხოლო ჰარის სეფეროვიჩიბოსნიელია.

გოლის გატანის შემდეგ, ჯაკამ და შაქირიმ აჩვენეს ჟესტები, რომელიც სიმბოლურად ალბანეთის დროშაზე გამოხატულ არწივს გამოსახავდა.