შვეიცარიის ელჩი - ვიმედოვნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე თავს შეიკავებს ძალადობისგან და ეს არჩევნები იქნება სამართლიანი შეჯიბრი ყველა პარტიას შორის
შვეიცარიის ელჩი - ვიმედოვნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე თავს შეიკავებს ძალადობისგან და ეს არჩევნები იქნება სამართლიანი შეჯიბრი ყველა პარტიას შორის

საქართველოში არჩევნების დღე ახლოვდება, ვიმედოვნებთ, რომ შაბათს ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცელიმ განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილე თავს შეიკავებს ძალადობისგან და ეს არჩევნები იქნება სამართლიანი შეჯიბრი ყველა პარტიას შორის. ვიმედოვნებ, ვიხილავთ მაღალ აქტივობას, რათა საქართველოში ამომრჩევლებმა შეძლონ, გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი მთავრობა“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, შვეიცარია საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

„არჩვენების დღეს სხვა საელჩოებთან ერთად, ჩვენ გვეყოლება წარმოდგენილი პატარა ჯგუფი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. არჩევნები დღეს ხმის მიცემის პროცესს დავაკვირდებით“, – აღნიშნა ელჩმა.