შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

შვეიცარიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ გააუქმონ თუ არა წლიური სალიცენზიო მოსაკრებელი, რითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორები შვეიცარიის სახალხო და ლიბერალური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები არიან. აღნიშნული ორგანიზაციები სახელმწიფო ტელე და რადიოკომპანიების მხარდასაჭერად მოქალაქეებისთვის გადასახადების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

მოქალაქეების მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მედიასფერო თავისუფალი ბაზრის პრინციპებით უნდა რეგულირდებოდეს, ხოლო მომხმარებლებმა თავად უნდა შეძლონ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ტელე ან რადიოპროგრამები დააფინანსონ.

შვეიცარიის მთავრობასა მოქალაქეებს მოუწოდებს შეინარჩუნონ არსებული წესი, რადგან გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული მრავალფეროვნებისა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში პოლიტიკური დისკურსის მხარდაჭერაში.

კვლევითი ინსტიტუტის Gfs.Bern-ისა და „შვეიცარიის სამაუწყებლო კორპორაციის“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ეწინააღმდეგება ცვლილებების ინიციატივას, 38% კი მხარს უჭერს.

შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად ბერნში ბოლო კვირის განმავლობაში აქცია იმართებოდა.

ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარია ევროპის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამსახურს გააუქმებს.

ამასთან, ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანა 13 500 სამუშაო ადგილს დაკარგავს.